რუსეთის სახელმწიფო დუმამ სკანდალური კანონპროექტი მიიღო, რომელიც ფსბ-ს თანამშრომლებს მასობრივი თავშეყრის შემთხვევაში მოქალაქეებისთვის ცეცხლის გახსნის უფლებას აძლევს. კანონპროექტს მხარი დუმამ მე-3 მოსმენით დაუჭირა. უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას კანონპროექტის ინიციატორები ისლამური სახელმწიფოსგან მომდინარე საფრთხეებს უკავშირებენ.