საფრანგეთის პოლიციამ ორლეანში ტერაქტების მცდელობა აღკვეთა. ამის შესახებ ქვეყნის შს მინისტრმა განაცხადა. ბერნარ კაზნიოვის თქმით, პოლიციელებსა და სამხედროებზე თავდასხმებს 20 და 24 წლის ახალგაზრდები გეგმავდნენ. ორივე მათგანი დაკავებულია. ისინი საფრანგეთის მოქალაქეები არიან. დაკავებულთა ვინაობა არ სახელდება.