გერმანულმა სასამართლომ ახალგაზრდა მამაკაცს ყოფილი პარტნიორი ქალის ინტიმური ფოტოების განადგურება დაავალდებულა. მოსამართლის განმარტებით, ფოტოების არსებობა ქალის პირადი ცხოვრების ხელყოფაა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი ყოფილი მეგობარი ფოტოების გასაჯაროებას არ აპირებს. როგორც ძიებით გაირკვა, ფოტოები მამაკაცმა მეგობარ ქალს მისივე თანხმობით გადაუღო, თუმცა მას შემდეგ, რაც მათ შორის ურთიერთობა შეწყდა, შეთანხმება ძალადაკარგულად იქნა მიჩნეული.