ხვალ, 14 მაისს 15:00 საათზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართება სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის პირველი სხდომა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში შრომითი პრობლემების დარეგულირებას, მათ შორის ყოველგვარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, შრომითი ურთიერთობების სადაო საკითხების მოგვარებასა და შესაბამისი საკანონმდებლო გარემოს დახვეწას, რომელიც ხელს შეუწყობს დასაქმებულთა უფლებების დაცვას.
სამმხრივი კომისიის შემადგენლობაში არიან საქართველოს მთავრობა, დამსაქმებელთა წარმომადგენლობითი ეროვნული გაერთიანება და პროფესიული კავშირების გაერთიანება.