თუ ლევან მურუსიძეს მოსამართლედ აირჩევენ არც ამ ორდენს და არც ირინას ბრძოლას ფასი არ ექნება - ეს განცხადება ირინა ენუქიძის მეუღლემ გურამ გირგვლიანმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გააკეთა, სადაც გიორგი მარგველაშვილმა ირინა ენუქიძე თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვ.
გურამ გირგვლიანის განცხადებთ, ქვეყანაში სამართლიანობას ჯერ კიდევ არ უზეიმია.
"ამ საქმეში მონაწილე პირები დღესაც არიან მოკალათებული ხელისუფლების მაღალ ეშელონებში და განაგრძობენ საქმიანობას. იუსტიციის საბჭოში არის პიროვნება მურუსიძე, რომელიც ცდილობს, რომ გახდეს კვლავ ამ საბჭოს წევრი. მას ჰყავს მხარდამჭერები და აქვს იმედი, რომ გაიმარჯებს. ის უნამუსოდ იქცევა, თითქოს, მას არ ჰქონდეს მოწერილი ხელი სანდროს განაჩენზე, რომელიც მაშინ ხელისუფლებამ გამოიტანა. იმედი მაქვს, არასამთავრობოები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს პიროვნება არ იქნება არჩეული ამ საბჭოს წევრად. თუ ეს მოხდება, გამოდის, რომ ირინა ენუქიძის ბრძოლას აზრი არ ჰქონია და არც ამ ორდენს ექნება ძალა," - განაცხადა გურამ გირგვლიანმა და მისი ოჯახის მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.