,,თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკითხვისას ყველა კითხვას სამართლიანად გასცა პასუხი. მისი შეფასებით, ეს საქმე ,,თავზე ჩამოენგრა“ პროკურატურას.
,,რაც მოვისმინე, ვახტანგ კაპანაძემ გასცა ყველა კითხვას სამართლიანად პასუხი და ხაზი გაესვა ამ საკითხის პოლიტიზირებას. იმედია, ეს ბაკქანალია მალე დასარულდება", - განაცხადა დოლიძემ.
ვახტანგ კაპანაძის ჩვენებით კმაყოფილია მაია ფანჯიკიძეც. მისი თქმით, გენშტაბის უფროსმა
აღწერა ის გზა, თუ როგორ ხდება სამინისტროში სხვადასხვა საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება.
,,კაპანაძემ აღნიშნა, რომ თავდაცვისუნარიანობისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი იყო კომუნიკაციის ქსელის არსებობა და ჩატარდა ის პროცედურები, რაც საჭიროა ამ მიზნის გადასაწყვეტად”, - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს 4 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო თანხის გაფლანგვისთვის აქვთ ბრალი წარდგენილი.