ხვალ, 14 მაისს, თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის შენობაში, დაზარალებულთა საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნება. ცენტრს გახსნაის მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე.
დაზარალებულთა დახმარების ცენტრში კონკურსის წესით შერჩეული ორი თანამშრომელი დასაქმდება, რომლებმაც სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ინტენსიური ტრენინგები უკვე გაიარეს.
დაზარალებულთა ცენტრების მთავარი ამოცანა დანაშაულის შედეგად დაზარალებული პირების დახმარება იქნება, ცენტრში მათ უფლება-მოვალეობებს განუმარტავენ, საჭიროების შემთხვევაში იურიდიული დახმარების სამსახურთან გადაამისამართებენ, ტრეფიკინგისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული ღონისძიებების შესახებ ცნობებსა და სხვა საჭირო ინფორმაციას გააცნობენ.
ანალოგიური დაწესებულება უკვე ფუნქციონირებს ქუთაისში, უახლოეს მომავალში კი გაიხსნება ბათუმშიც.