თალიბებმა ავღანეთში კიდევ ერთი სტრატეგიული რაიონი აიღეს. მათ კონტროლქვეშ ქალაქი სანგინი გადავიდა, რომელიც გილმენდის პროვინციის სამხრეთში მდებარეობს. ამ დროისათვის მათ ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი და ადმინისტრაციული შენობები აქვთ დაკავებული. სანგინი ნატოს სამშვიდობო ძალებისთვის ავღანეთში ერთ-ერთ ყველაზე რთულად გასაკონტროლებელ პუნქტს წარმოადგენს.