ცნობილ არაბ მწერალს ზუჰაირ ალ-კუტბის საუდის არაბეთის სასამართლომ 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის მიზეზი მის მიერ ტელევიზიით გაკეთებული განცხადებები გახდა. 62 წლის მწერალმა ხელისუფლებას პოლიტიკური რეფორმების გატარებისკენ მოუწოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ალ-კუტბი პირობით სასჯელს მოიხდის. მას 15 წლით სამწერლო მოღვაწეობაც აეკრძალა.