საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგი თოფაძე აცხადებს, რომ არა აქვს გადაწყვეტილი წავა თუ არა პოლიტიკიდან. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე პარლამენტს რამდენიმე კანონი აქვს მისაღები, რომელიც სურსათის უვნებლობას ეხება.
,, მე განვაცხადე, რომ რამდენიმე კანონი გვაქვს მისაღები, რომელიც ჩემი ფრაქციის ინიციატივით კეთდება და ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. სურსათის უვნებლობას ეხება. გავიტანთ პარლამენტში და მერე გადავწყვეტ, წავიდე ბიზნესში თუ დავრჩე პოლიტიკაში. იცით რომ პარლამენტარს უფლება არ აქვს, ბიზნესში იყოს აქტიურად ჩართული. მე ვთვლი, რომ ალბათ იმ ჩვენს დიდ კომპანიას უფრო წაადგება, რომ მე უშუალოდ ბიზნესში ვიყო ჩართული, მაგრამ ამის აჟიტირება არ მიმაჩნია სწორად იმიტომ, რომ ვერავინ ვერ დამაძალებს, ვერავინ ვერ მომთხოვს - რას გავაკეთებ. ამ კანონების სერიას რომ მოვრჩები, მაშინ გადავწყვეტ. ალბათ მაისიდან წინასარჩევნო შეხვედრებიც დაიწყება და ვნახოთ, როგორ იქნება. ჯერ გადაწყვეტილი ეხლაც არ მაქვს. მთავარია, როგორ წავა ამ კანონების მიღება”, - განაცხადა თოფაძემ.