საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, NDI-ის კვლევების სერიოზული შეფასება აბსოლუტურად მიუღებელია. მისი თქმით, 2012 წლის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ხელისუფლება NDI-ის კვლევებთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას არ ცვლის.
„NDI-ის კვლევებთან დაკავშირებით, ჩვენ ასე მარტივად შეხედულებებს ვერ შევიცვლით. მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ვენდობით ზოგადად ამ კვლევებს უკვე დავასახელეთ, რომლის შემდეგაც არაფერი შეცვლილა. ზუსტად იგივე კომპანიამ განახორციელა კვლევა. მიუხედავად იმისა, რომ NDI ცდილობს, რეალობას ნელ-ნელა დაუახლოვდეს, მაინც აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის სერიოზული შეფასების გაკეთება. ეს არ არის ის კვლევა, რომელზეც შეიძლება სერიოზული ანალიზი გააკეთო. ჩვენ ამის შესახებ ღიადაც ვეუბნებით NDI-ის ხელმძღვანელობას და საბედნიეროდ ეს არავის არ სწყინს. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენი შეკითხვები, რომელიც დიდი ხანია გაგვაჩნია, აბსოლუტურად ლეგიტიმურია“, - აღნიშნა ზვიად კვაჭანტირაძემ.
NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები დღეს გამოაქვეყნა.