აზერბაიჯანის ეროვნულმა ბანკმა ეროვნული ვალუტის მცურავ კურსზე გადაყვანის შესახებ გამოაცხადა. გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში მანათი 47 პროცენტით გაუფასურდა. ამჟამად დოლარის კურსი 1,55 მანთს შეადგენს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა მცურავ კურსზე მანათის გადაყვანის გადაწყვეტილება უკვე მეორედ მიიღო.