აშშ პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი თავის კონკურენტს სიცრუეში ადანაშაულებს. ტელეკომპანია NBC News-სთვის მიცემულ ინტერვიუში მილიარდერმა განაცხადა, რომ კლინტონის ბრალდებები მის წინააღმდეგ ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. „მან თქვა, რომ ჩემი ინიციატივა იმის შესახებ, რომ მუსლიმანებს აშშ-ში შემოსვლა აეკრძალოთ, ისლამური სახელმწიფოს პროპაგანდას უწყობს ხელს. ის მატყუარაა და ეს ყველამ იცის. მას ამის დასამტკიცებლად არანაირი არგუმენტი არ აქვს“-აღნიშნა ტრამპმა.