სლოვენია ერთსქესიანთა ქორწინებაზე უარს ამბობს. საყოველთაო რეფერენდუმის შედეგებს ცენტრალური საარჩევნო კომისია დღის ბოლომდე გამოაქვეყნებს. ბიულეტენების 99 პროცენტი უკვე დათვლილია. წინასწარი მონაცემებით, ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების წინააღმდეგ ხმა ელექტორატის 63,42-მა პროცენტმა მისცა. კანონპროექტი სლოვენიის პარლამენტმა მარტში დაამტკიცა, თუმცა ერთსქესიანთა ქორწინების მოწინააღმდეგეებმა საკითხი რეფერენდუმზე გაიტანეს.