ესპანეთში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ითვლიან. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ბიულეტენების დათვლის პროცესი ჯერ არ დაუსრულებია, ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით კი არჩევნებში კონსერვატორები ლიდერობენ. პრემიერ-მინისტრ მარიანო რახოიას პოლიტიკურ გუნდი მომავალ საკანონმდებლო ორგანოში სავარაუდოდ 121 ადგილს მიიღებს, სოციალისტური პარტია კი 93 მანდატს დასჯერდება. პარლამენტში ასევე მემარცხენე პარტია “პოდემოსი” და მემარცხენე-ცენტრისტული პარტია “მოქალაქეები” მოხვდებიან.