ძლიერი ხანძარი რუსეთში. ვოლგოგრადში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა. სამაშველო სამუშაოები შემთხვევის ადგილას ამ წუთებშიც გრძელდება. შენობის ნანგრევებში შესაძლოა 14-მდე ადამიანი რჩებოდეს. აფეთქების მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება.