რუსეთი სირიაში საჰაერო იერიშებს განაგრძობს. რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა ამჯერად იდლიბის დასახლებული რაიონი დაბომბეს, რასაც ბოლო მონაცემებით, 43 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან. რუსეთმა სირიაში საჰაერო ოპერაციები 30 სექტემბერს დაიწყო. როგორც მოსკოვი ირწმუნება, ავიაცია მხოლოდ ისლამური სახელმწიფოს პოზიციებს ბომბავს.