იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მდივანი ლევან მურისიძე აცხადებს, რომ ბოლო დროს ხდება ძალზე დიდი ზეწოლა იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით. მისი თქმით, თავად მოსამართლეების პოზიციას ელოდება.
,,ბოლო კვირების განმავლობაში, მე ვფიქრობ, რომ ხდება ძალზედ დიდი შეტევა, ზეწოლა იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე, რომ მათი აზრის ფორმირება მოხდეს კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით. ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოხატა პოზიცია - პოლიტიკოსებმაც, არაპოლიტიკოსებმაც, იმ ადამიანებმაც, ვისაც ეკითხება, ვისაც არ ეკითხება. ამ შემთხვევაში მთავარი არის, რომ უნდა შევეკითხოთ იმ ადამიანებს, ვისაც მართლა თავისი სიტყვა ეთქმის აღნიშნულ სისტემაში. ესენი არიან საქართველოს მოსამართლეები და მე, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გულისყურით ველოდები მათ პოზიციას'', - განაცხადა მურუსიძემ.
მოსამართლეთა კორპუსი მიმდინარე წელს აჯამებს. მართლმსაჯულების სახლში მოსამართლეთა მე-15 კონფერენცია მიმდინარეობს. ეს არის საანგარიშო სხდომა, სადაც ყოველწლიურ ანგარიშს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ლევან მურუსიძე და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე, შოთა ქარჩავა წარადგენენ.