ავიაკომპანია "Air France"-ის თვითმფრინავში, რომელიც კენიაში ექსტრემალურად დაეშვა, ბომბის არსებობა დადასტურდა. თვითმფრინავი მავრიკი-პარიზის რეისს ასრულებდა და ბორტზე საეჭვო ნივთი აღმოაჩენის შემდეგ საგანგებო დაშვება განახორციელა, ბორტზე 459 მგზავრი და ეკიპაჟის 14 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანის სასწრაფო ევაკუაცია მოხდა. ბომბის მსგავსი ნივთი თვითმფრინავის საპირფარეშოში იპოვეს.