ბრიუსელში გუშინ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ნატო თურქეთში თვითმფრინავებსა და ხომალდებს გააგზავნის. ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენელების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დაგეგმილია "AWACS" -ის სისტემით აღჭურვილი გამანადგურებლებისა და სადაზვერვო თვითმფინავების გაგზავნა. ჯერ უცნობია, ნატო-ს თუ რომელი ქვეყნები გააგზავნიან თურქეთში სამხედრო ტექნიკას. მანამდე, ლონდონმა განაცხადა, რომ თურქულ სამხედრო ბაზა ინჯირლიკზე ბომბდამშენები გადაისროლა. გარდა ამისა, თურქეთის საზღვრებთან გერმანული საგუშაგო ხომალდი განლაგდა, აშშ-მ კი თურქეთში გამანადგურებლები გაგზავნა.
იენს სტოლტენბერგის განცხადებით, გადაწყვეტილება მიმართულია ნოემბრის ბოლოს მომხდარი ინციდენტების აღკვეთისკენ, როცა რუსული ბომბდამშენი თურქეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა.
მისივე თქმით, თურქეთში ალიანსის თვითმფრინავებისა და ხომალდების გაგზავნის გადაწყვეტილება თავდაცვით ხასიათს ატარებს.