შვეიცარიაში, ქალაქ ბერნში, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. სერჟ სარქისიანისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა შედგა ორ ქვეყანას შორის საზღვარზე გამწვავებული ურთიერთობების ფონზე. ბერნში იმყოფებიან ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებიც.
აღსანიშნავია, რომ სარქისიანი და ალიევი ერთმანეთს უკანასკნელად 2014 წლის 27 ოქტომბერში შეხვდნენ.