რომის პაპმა ფრანცისკ პირველმა დედა ტერეზა წმინდანთა სიაში შეიყვანა. ამის შესახებ გამოცემა Catholic Herald იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, კანონიზაცია მომავალი წლის 4 სექტემბერს გაიმართება. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ვატიკანმა დედა ტერეზას მიერ ჩადენილი მეორე სასწაული აღიარა. ეთნიკური ალბანელი დედა ტერეზა 1910 წელს მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში დაიბადა. 18 წლის შემდეგ ის მონაზვნად აღიკვეცა, შემდეგ კი კალკუტაში მასწავლებლად მოღვაწეობდა. 1946 წელს ის ორგანიზაცია „სიყვარულის მისიონერები“ შევიდა, რომელიც მთელ მსოფლიოში ავადმყოფებს, დავრდომილებსა და უსახლკაროებს ეხმარებოდა. 1979 წელს ის ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. დედა ტერეზა 1997 წელს გარდაიცვალა.