თბილისის მერის გიგი უგულავას განცხადებით, 5 დეკემბრის ქუჩაზე მდებარე საცურაო აუზი "ოლიმპიკი" სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვებს უფასოდ მოემსახურება. ამის შესახებ უგულავამ აუზის გახსნაზე განაცხადა. აუზი დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა.
"ასეთ კომპლექსი ქალაქის ამ რაიონში პირველ რიგში ხელსაყრელია ამ რაიონის ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის. სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვები კი აუზით სარგებლობას უფასოდ შესძლებენ", - განაცხადა უგულავამ.
მისი თქმით, მსგავსი საერთაშორისო სტანდარტების აუზების გაკეთება განსაკუთრებით აუცილებელია, მით უმეტეს, რომ თბილისი 2014 წლის ახალგაზრდულ ოლიპიადაზე წარდგენილია და დადებითი პასუხის შემთხვევაში საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურის მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია.
"აქვე მოეწყობა კაფეები და სხვა გასართობი ცენტრები, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის", - აღნიშნა უგულავამ.