შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ დღეს რუსეთზე საუბარი არასერიოზულია, რადგან დღეს ევროპაზეა სასაუბრო. ამის შესახებ მინისტრმა პუტინის განცხადებაზე საპასუხოდ განაცხადა, რომლის ტანახმადაც რუსეთი მზადაა საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი მოუხსნას.
,,ნამდვილად შემიძლია, გითხრათ მხოლოდ ერთადერთი რამ - ცხოვრებაში არასდროს, ძალიან იშვიათად ვიყენებ სიტყვა "ისტორიულს". დღეს მართლაც არის ისტორიული დღე და ნამდვილად არ ვაპირებ სხვა თემებზე საუბარს, ვულოცავ მთელ ქართველ ხალხს, ერს, მთელ ნაციას, ასეთ მნიშვნელოვან ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველომ გადადგას სერიოზული ინსტიტუციონალური ნაბიჯი ევროპისკენ, ეს არის უვიზო მიმოსვლა... რუსეთი დღეს, ამწუთას არის არასერიოზული ლაპარაკი, როცა გვაქვს ევროპაზე სასაუბრო... თქვენ გაქვთ უფლება კითხვის დასმისა და მე მაქვს უფლება პასუხის გაცემისა. ევროპამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ჩემთვის მილიონჯერ მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა რამ ღონისძიება. მოდით, რუსეთზე ვილაპარაკოთ ხვალ და ზეგ. დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი», - განაცხადა ზაქარეიშვილმა.