პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის ოპტიმიზმს იზიარებს.
როგორც ჟურნალისტებს ბერძენიშვილმა განუცხადა, დღეს, სავარაუდოდ, დასკვნა გამოქვეყნება, რომელიც მაღალი ალბათობით პოზიტიური იქნება.
მისი თქმით, დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, ერთი კვირის მანძილზე, ოფიციალური მიწვევა იქნება.
„ეს საკითხი ევროპარლამენტის სათანადო კომიტეზე თებერვალში ან მარტში განიხილება, შემდეგ კი საკითხს სესიაზე განიხილავენ. შემდგეგ, მასპინძელი ქვეყანა ევროკავშირის და ევოპარლამენტის თავმჯდომარე დოკუმენტს ხელს მოაწერენ. საბოლოოდ, ეს ხელშეკრულება გამოქვეყნდება და სადღაც აპრილიდან, მაისიდან თუ ყველაფერი იმ ტემპით წავიდა როგორც მოლდოვასთან დაკავშირებით მიდიოდა, ჩვენი მოქალაქეეები ბიომეტრიული პასპორტით შენგენის ქვეყნებში უვიზოდ წავლენ“, - დასძენს ბერძენიშვილი.