კენიის ქალაქ დაბააბში, სადაც მსოფლიოში უმსხვილესი ლტოლვილთა ბანაკი მდებარეობს, ხოლერამ იფეთქა. ეპიდემიამ, ბოლო მონაცემებით, 7 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 540-ს აღწევს. ექსპერტთა ვარაუდით, ხოლერის გავრცელების მიზეზი ძლიერი წვიმა გახდა, რამაც წყალდიდობა გამოიწვია.