კენია ტაქსის მძღოლებისთვის ახალ რეგულაციებს აწესებს. ტაქსისტებს ჰიგიენის წესების დაცვა ევალებათ. მათ მანქანებში სიგარეტის მოწევა და ფანჯრიდან გადაფურთხება ეკრძალებათ. ტაქსებში აიკრძალება ხმაურიანი და ვულგარული მუსიკის ჩართვაც. კანონდამრღვევები ჯარიმის სახით 300 დოლარს გადაიხდიან.