ისრაელი და თურქეთი ურთიერთობის ნორმალიზებას ცდილობენ. ამის შესახებ BBC იტყობინება. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა 2010 წელს გაუარესდა, როდესაც ისრაელის ფლოტმა თურქულ გემებზე მიიტანა იერიში, რომლებიც რაზას სექტორის ბლოკადის გარღვევას ცდილობდნენ. ინციდენტს 10 თურქი აქტივისტი ემსხვერპლა. როგორც BBC-ის წყარო იტყობინება, ისრაელი დაღუპულთა ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულებას იღებს, თურქეთი კი ისრაელთან სამართლებრივ დავას შეწყვეტს.