საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი ფრანგული მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება. კრისტინ ლეგარდს თაღლითობაში ადანაშაულებენ. საუბარია პერიოდზე, როდესაც ის საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა. ბისნესმენ ბერნარ ტაპს სახელმწიფომ 400 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაცია მიყენებული ზარალისთვის გადაუხადა, რაც ლეგარდის მინისტრობის პერიოდში მოხდა. როგორც ბრალდების მხარე ირწმუნება, საარბიტრაჟო სასამართლომ გადაწყვეტილება სწორედ ლეგარდის ზეწოლით მიიღო.