თუ ვინ უნდა მართავდეს სირიას, ეს სირიელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. ამის შესახებ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა. „ჩვენ არასდროს დავთანხმდებით იმას, რომ ვინმე ვინმეს თავს ახვევდეს საკუთარ ინტერესებს. ჩვენი პოზიცია სირიის საკითხთან დაკავშირებით უცვლელია. თუ ვინ უნდა მართოს ქვეყანა, ეს მხოლოდდამხოლოდ სირიელი ხალხის გადასაწყვეტია,“-აღნიშნა პუტინმა.