ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ოდესის გუბერნატორი გამოეხმაურა.
"ვლადიმერ ვლადიმეროვიჩს ჩემი დავიწყება არ შეუძლია. ჩემი საქმიანობა უკრაინაში მას ძალიან არ მოსწონს, რადგანაც მას ესმის, რომ თუ უკრაინაში კორუფციას ხერხემალში გადავტეხავთ და სიღრმისეულ რეფორმებს გავატარებთ, მისი სიცრუის იმპერია ბანქოს სახლივით დაიშლება. პუტინმა კიდევ ერთხელ მოიტყუა, როცა თქვა, რომ ამერიკელებმა ვიზა არ მომცეს, მაშინ როცა სამწლიანი სამუშაო ვიზა მაქვს.
მან ჩემზე იმდენი ტყუილი თქვა, მალე პლასტიკური ოპერაცია დასჭირდება, რომ ცხვირი არ გაეზარდოს", - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუკში.