ხვალ, ნიუ-იორკში სირიის მხარდამჭერი საერთაშორისო ჯგუფის მორიგი შეხვედრა იგეგმება. 15 დეკემბერს, ჯონ კერისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შემდეგ, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება ნაბიჯებზე, რომლებიც უფრო შედეგიანსა და უკეთკოორდინირებულს გახდის ექსტრემისტების გაერთიანების წილააღმდეგ ბრძოლას.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ იდეას, რომ ამ პარასკევს, 18 დეკემბერს, ნიუ-იორკში გაიმართოს სირიის მხარდამჭერი საერთაშორისო ჯგუფის მორიგი შეხვედრა მინისტრების დონეზე და იმედი გვაქვს, რომ, შეხვედრის შედეგად, მისი ყველა მონაწილის მხარდაჭერით, შევძლებთ გაეროს უშიშროების საბჭოში განსახილველად გავიტანოთ რეზოლუციის პროექტი“, - აღნიშნა ლავროვმა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ კი გამოთქვა ვაშინგტონის მზადყოფნა, რუსეთთან ითანამშრომლოს „ისლამური სახელმწიფოს“ გასანადგურებლად. მისივე თქმით, საუბრის დროს შეთანხმდნენ სირიელი ოპოზიციონერების რომელი ჯგუფების მიწვევას მიიჩნევენ მიზანშეწონილად ნიუ-იორკში 18 დეკემბრის შეხვედრაზე. შეხვედრის მონაწილეებს შორის არ იქნებიან არც „ისლამური სახელმწიფოს" და არც ალ-ყაიდის მოკავშირე "ალ ნუსრას ფრონტის" წარმომადგენლები.
,,მსოფლიო თანამეგობრობისთვის კარგია, როცა შეერთებული შტატები და რუსეთი საერთო პოზიციაზე შეთანხმებას ვახერხებთ'', - აღნიშნა კერიმ.