მაიკლ ჯეკსონის ალბომი Thriller აშშ-ში 30 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. ამის შესახებ ამერიკის ხმის ჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია (RIAA) იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, პოპ მუსიკის ისტორიაში ეს გაყიდვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გარდაცვალებიდან 6 წლის შემდეგ პოპის მეფე კვლავ ყველა დროის ყველაზე გაყიდვად შემსრულებლად რჩება.