შავი ოქრო კიდევ უფრო გაუფასურდება. ბირჟის ანალიტიკოსთა პროგნოზები ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილებამ გაამყარა, რომლის მიხედვითაც საბაზო საპროცენტო განაკვეთი გაზარდა. გადაწყვეტილების მიღებიდან რამდენიმე წუთში დოუნ ჯონსის ინდექსი ნახევარი პროცენტით გაიზარდა, ნავთობის ფასი კი თითქმის 5 პროცენტით შემცირდა. ბრენტის მარკის ნავთობის ღირებულება ამ დროისათვის ბარელზე 37,44 დოლარს შეადგენს, ვითიაის მარკის ნავთობი კი 35,30 დოლარი ღირს.