საკონსტიტუციო სასამართლოში კოალიცია „ეს შენ გეხებას“ სარჩელის არსებითი განხილვა იწყება. მხარეებთან ერთად დღეს ექსპერტებსაც მოუსმენენ. „ეს შენ გეხება” 2014 წლის ნოემბერში მიღებული კანონის არაკონსტიტუციურობაზე საუბრობს და ე.წ. „გასაღების“ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, ამჟამად უკვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის დატოვებას აპროტესტებს. კამპანიაში „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“ მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სადაო ნორმა კონსტიტუციის მე-16 და მე-20 მუხლით გარანტირებული პირადი ცხოვრების უფლებას ეწინააღმდეგება, რადგანაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შეუძლია მოქალაქეების სატელეფონო საუბარების მოსმენა. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ „გასაღები“ მობილურ ოპერატორებს ან დამოუკიდებელ ორგანოს უნდა ჰქონდეს. იმ შემთხვევაში, თუ კოლიციის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო დაკმყოფილებს, ფარული მიყურადების კანონი ძალას დაკარგავს.