რეფორმების საბჭოზე მომხრად ინციდენტს უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა. კომენტარი იულია ტიმოშენკომ ტელეკომპანია “112 უკრაინა”-ს ეთერში გააკეთა. მისი თქმით, სააკაშვილმა და ავაკოვმა მაღალი რანგის შეხვედრაზე დაპირისპირებითა და უცენზურობით ქვეყანა შეურაცხყვეს, რის გამოც ისინი პოლიტიკიდან უნდა წავიდნენ. ტიმოშენკოს კრიტიკის ობიექტად იქცა უკრაინის მოქმედი პრემიერ-მინისტრიც. მისი თქმით, იაცენიუკს ქვეყნის ბიუჯეტის განადგურებისა და ქვეყნის ეკონომიკის დანგრევისთვის არამხოლოდ ადმინისტრაციული, არამედ სამართლებრივი პასუხისმგებლობაც უნდა დაეკისროს.