ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ აპირებს დაბრუნებას რაიმე თანამდებობაზე, მაგრამ ის წინასაარჩევნო პროცესებში იქნება პოლიტიკური პარტიების გვერდით, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს შესაბამის საკითხზე კომენტირებისას, ბათუმში განუცხადა.
რაც შეეხება "ქართული ოცნების" საარჩევნო სიას, იუსტიციის მინისტრის თქმით, სიას არ იცნობს, თუმცა მისი "ქართული ოცნებაა", რომ ყოველ ხუთ კანდიდატში ორი ქალი იყოს.
"ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ აპირებს დაბრუნებას რაიმე თანამდებობაზე, მაგრამ ის წინასაარჩევნო პროცესებში იქნება პოლიტიკური პარტიების გვერდით, რომლებიც არიან კოალიციის ნაწილი. ჩემთვის არ არის "ქართული ოცნების" კოალიციის საარჩევნო სია ცნობილი. როდესაც იქნება სია ცნობილი, მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ სიაში მინიმუმ ორი ქალი მაინც იქნება ყოველ ხუთ კანდიდატში. ეს არის ჩემი ძალიან დიდი "ქართული ოცნება", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.