დღეს, გარემოს დაცისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ეწვია და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფიალიალის სტუდენტებს შეხვდა.
გარემოს დაცვის მინისტრი 100-მდე სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტს რეგიონში არსებულ სოცილურ პრობლემებზე ესაუბრა და ეკოლოგიის საკითხებზე მათ კითხვებს უპასუხა. ხაჩიძემ და სტუდენტებმა სამომავლოდ დასაქმების პერსპექტივებზეც ისაუბრეს. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ახალციხის უნივერსიტეტის ეკოლოგიის ფაკულტეტის წარმატებული კურსდამთავრებულები გარემოს დაცვის სამინისტროს სხვადასხვა საქვეუწყებო დაწესებულებაში დასაქმდებიან.
„კარგად ვიცნობ ამ რეგიონის პრობლემებს, 5 წლის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში ვმუშაობდი. ახალციხის უნივერსიტეტის სტუდენტებისგან პირადად მოვისმინე მათი სოციალური პრობლემების შესახებ და ჩვენ ერთად დავსახეთ გეგმები, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემები. წარმატებული კურსდამთავრებულების დასაქმებისთვის სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს." - განაცხადა ხაჩიძემ.
სტუდენტებმა და მინისტრმა რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებაც ისაუბრეს. ხაჩიძის განცხადებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის უკეთ განვითარება და მეტი ტურისტის მოზიდვა, სტუდენტების სამომავლო დასაქმების გარანტია იქნება.