საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო-საავტომობილო“ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, 16 დეკემბერს, სომხეთის მხრიდან შემოსულ რუსეთის მოქალაქე ა.რ.-ს, ეჭვის საფუძველზე სხეულის სკანერით დათვალიერების შედეგად, საერთო წონით 31,71 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოუჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 5899,96 ლარი.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, პიროვნებას სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 5899,96 ლარის ოდენობით.