აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა მომხმარებელთა ორიენტირებულობის შესახებ შვედეთის სააღსრულებო სააგენტოს ექსპერტებთან ერთად ორდღიანი ტრენინგი გაიარეს.
სამუშაო შეხვედრის მთავარი თემა შვედი კოლეგების გამოცდილების გაზიარება, კერძოდ კი მომხმარებელთა კმაყოფილების ასამაღლებლად მომხმარებელთა მომსახურების ცენტრისა და გამარტივებული საქმისწარმოების ბიზნეს პროცესების ეფექტური მართვა იყო.
შვედეთის სააღსრულებო სააგენტოს ექსპერტებთან ერთად აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, კერძოდ: თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს მომხმარებელთა მომსახურების ცენტრების სერვისი, როგორ უნდა მოხდეს ამ ცენტრების მუშაობის შეფასება და მონიტორინგი, როგორ უნდა შევუწყოთ ხელი მომხამარებელს გადაიხადოს ვალები, რათა მოხდეს ვალაუვალობის პრევენცია.
სამუშაო შეხვედრის დროს მთავარი განსახილველი თემა ასევე იყო მომხმარებელთა სტრატეგიული და ოპერაციული კვლევები.
ორდღიანი ტრენინგი აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებსა და შვედეთის სააღსრულებო სააგენტოს ექსპერტებს შორის შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) პარტნიორობის პროექტის ფარგლებში გაიმართა.
შვედეთის სააღსრულებო სააგენტო (SEA) უკვე რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობს აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან. პარტნიორობის ფარგლებში ბოლო სამი წლის განმავლობაში წარმატებით განხორციელდა რამდენიმე უმნიშვნელოვანესი პროექტი.