სამხრეთო ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა წეროვანში დევნილი ბავშვები მოინახულა.
სანაკოვმა წეროვანის საბავშვო ბაღს საჩუქრად საყოფაცხოვრებო ნივთები, ბავშვებს კი ლიტერატურა და სათამაშოები გადასცა.
"წეროვანში აშენებული საბავშვო ბარში ქართველი და ოსი ეროვნების ბავშვები ერთად არიან. მათ დღეს გავჩვენეს თუ როგორ სწავლობენ ჩვენს კულტურას", - განაცხადა სანაკოევმა.
მისივე თქმით, დროებითი ადმინისტრაცია დევნილ ბავშვებს მომავალშიც დაეხმარება.