თუ დასჯა პარლამენტარის და გუბერნატორის მძღოლებით დაიწყება, სისტემა იმუშავებს, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა, შალვა ოგბაიძემ ტელეგომპანის GDS-ში გადაცემა 2030-ში განაცხადა. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცვლილებები კრახისთვის იქნება განწირული.
”ყოველდღიურად, საგამოცდო პოლიგონებზე, ასამდე მძღოლი იბადება. მძღოლის საკვალიფიკაციო თამასა ძალიან დაბალია. ქუჩაში გამოსულ მძღოლს უცოდინარობის გამო იგივე ორგანო აჯარიმებს, რომელიც კვალიფიკაციას ანიჭებს.ეს დისპროპორცია აუცილებლად უნდა მოიხსნას. ჩვენ ევროპაში შესვლა ქართული მოუწესრიგებლობით გვინდა. ევროპა კი, გვეუბნება, რომ მისი წესები სხვაა", - განაცხადა ოგბაიძემ 2030-ში.