პოლიტ-პატიმართა სიები ლობირებისა და თანხების გადახდის მიხედვით შედგა. ამის შესახებ „აღორძინების“ ყოფილმა წევრმა გია კელენჯერიძემ განაცხადა და ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, კორუფციულ გარიგეგებში დაადანაშაულა.
გია კელენჯერიძე მისივე განცხადებით, თავადაც ითხოვდა პოლიტ-პატიმრის სიაში შეყვანას. როგორც კელენჯერიძემ აღნიშნა, ის სიაში იური ვაზაგაშვილის შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის, მიერ 2002 წელს ჩადენილი მკვლელობის გამო არ ჩასვეს.
„ზურაბ ვაზაგაშვილს ძეგლს უდგამდნენ რამდენიმე დღეში და ის უმწიკლოდ უნდა დარჩენილიყო. მე კი ვსაუბრობდი მის მიერ 2002 წელს ჩემი ნათესავის, მწერლის, ბექა პაპუაშვილის მკვლელობის საქმეზე. ეს მათთვის მიუღებელი იყო,“ - განაცხადა გია კელენჯერიძემ.
გია კელენჯერიძე აცხადებს, რომ ის ასევე ითხოვდა ასლან აბაშიძისა და ირაკლი ოქრუაშვილის საქმის შესწავლასაც. თუმცა, ეკა ბესელიამ ესაც და სხვა პოლიტიკური საქმეებიც დამალა.