“ლესტერის” ალჟირელი ფორვარდი რიად მაჰრეზი კლუბის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ მან გამოცემა RMC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. “ლესტერში თავს მშვენივრად ვგრძნობ და ვადასტურებ, რომ იანვარში გუნდს არ დავტოვებ.
ჩვენი მიზანი წელს პრემიერლიგის მოგება არ არის. ჩვენი მიზანია ყველა მატჩში ბოლომდე დავიხარჯოთ”, – აცხადებს მაჰრეზი, რომელიც დღეისათვის ბრწყინვალე ფორმაშია და მისი შეძენით საფეხბურთო გრანდები არიან დაინტერესებულნი.