იტალიაში ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომელთა გაფიცვა დაიწყო. მასში მონაწილეობას 200 ათასზე მეტი მედიკოსი იღებს. აქციის გამო იტალიის 2 მილიონზე მეტი მოქალაქე დღეს დაგეგმილ სამედიცინო მომსახურეობას ვერ მიიღებს. ასევე გადაიდება 40 ათასზე მეტი ქირურგიული ოპერაცია. გაფიცვის მონაწილეები ჯანდაცვის სფეროში დაგეგმილ რეფორმებს აპროტესტებენ.