საფრანგეთის ეროვნული ფრონტის ლიდერს ბრალდება მოუხსნეს. მარინ ლეპენს რასობრივი და რელიგიური შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებდნენ. საუბარია 2010 წლის საარჩევნო კამპანიისას გაკეთებულ განცხადებებზე, როდესაც ლეპენმა პარიზის ქუჩებში მუსლიმანთა ლოცვა ნაცისტების მიერ საფრანგეთის ოკუპაციას შეადარა. საქმე მის წინააღმდეგ 2011 წელს აღიძრა.