თურქეთის პოლიციამ ტერაქტების მცდელობაში ეჭვმიტანილი სირიის მოქალაქე დააკავეს. მას ბრალად სტამბოლში ამერიკის საკონსულოზე თავდასხმის დაგეგმვა ედება. ბრალდების მხარის მტკიცებით, დაკავებული ტერორისტი ისლამურ სახელმწიფოსთან თანამშრომლობდა. მოსალოდნელი საფრთხის გამო 9 დეკემბერს ამერიკის საკონსულომ მუსაობა შეაჩერა.