მასშტაბური მსვლელობები მოეწყო საბერძნეთში, სადაც ევროკავშირისა და საერთაშორისო დონორების მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულება გააპროტესტეს. მანამდე პარლამენტში რეფორმების მეორე პაკეტის განხორციელებას უყარეს კენჭი. “რადიკალ მემარცხენენეთა კოალიციისა” და “დამოუკიდებელი ბერძნების” მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი 153-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხმა 138-მა დეპუტატმა მისცა. იმისათვის, რომ რომ მილიარდიანი ტრანში მიიღოს, ათენს მტკივნეული რეფორმების გატარება უწევს, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას ზრდის.