მასობრივი არეულობები რუმინეთში. მასშტაბური საპროტესტო აქცია ბუქარესტში მწყემსებმა მოაწყვეს. აქციის მონაწილეები ახალ საკანონმდებლო რეგოლაციებს აპროტესტებდნენ, რომელიც ცხვრის ფარებში ძაღლების რაოდენობას ზღუდავს. დემონსტრანტთა ჯგუფმა პარლამენტის ეზოში შეღწევაც სცადა, რაშიც მათ ხელი პოლიციამ შეუშალა. სამართალდამცავებმა მანიფესტანტთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.