მმართველის პარტიის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ ლილოში მდებარე სასათბურე მეურნეობაში მებაღედ იმუშავა.
უგულავამ რამდენიმე საათის განმავლობაში სათბურის თანამშრომლებთან ერთად საყვავილე კონსტრუქციები გააკეთა, მიწა გაანოყიერა და დეკორაციული ბაღის გაშენებაში მიიღო მონაწილეობა.
მისი განცხადებით, ნებისმიერი პროფესიის ადამიანის შრომა დაფასებული უნდა იყოს.
"ნებისმიერი პროფესიის ადამიანის შრომა დაფასებული უნდა იყოს და შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, რითიც თბილისელებს დასაქმების შესაძლებლობა მიეცემა", - განაცხადა უგულავამ.
სასათბურე მეურნეობაში, სადაც 100-ზე მეტი სახეობის მცენარე გამოჰყავთ 120 ადამიანია დასაქმებული.